logo
ENG



"ოცნების" უარი ზელენსკის

20 დეკ 202219:58
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის ივანიშვილის ხელისუფლებამ ბრალდებები წაუყენა. ოცნება შეთქმულების თეორიებზე დაფუძნებულ პროპაგანდას ახალ მასშტაბს სძენს - ავითარებს აზრს, რომ უკრაინის ხელისუფლება ჩართული იყო სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნაში და ეს სპეცოპერაცია იყო, მიზნად კი ქვეყნის ომში ჩათრევას ანუ მეორე ფრონტის გახსნას ისახავდა. კობახიძე პასუხისმგებლობას პირადად ზელენსკის აკისრებს. უკრაინის მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს მიიღოს სააკაშვილი, ზელენსკი საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას სთხოვს, უკრაინის მოქალაქე სამკურნალოდ გაუშვას. ამ დროს საერთო მტერთან ომში მყოფ პრეზიდენტს ოლიგარქის გუნდი თავს დაესხა.


close დახურვა